დაბრუნების პოლიტიკა
დაბრუნება
დაბრუნება ხდება მხოლოდ ქარხნული წუნის შემთხვევაში, მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.
- წუნის აღმოჩენისას მოგვწერე casy.georgia@gmail.com-ზე, მიუთითე შეკვეთის ნომერი და მიამაგრე ფოტო.
- მიღების შემდეგ მიყენებული დაზიანება და ჩვეულებრივი ცვეთა ქარხნულ წუნად არ ითვლება.
კანონით დადგენილი უფლებები
ეს წესი კანონით დადგენილ შენს უფლებებს არ ზღუდავს.
- ნაკლიანი პროდუქტის გამო 2 წლის განმავლობაში შეგიძლია მოითხოვო მისი უფასო შეცვლა ან შეკეთება, ყველა ხარჯს Casy იხდის (კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, მუხლები 17 და 20).
- თუ შეკვეთაში საქონლის ჯამური ფასი, მიწოდების გარეშე, 30 ლარს აღემატება, შეკვეთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეგიძლია მიზეზის მითითების გარეშე უარი თქვა მასზე. მოგვწერე casy.georgia@gmail.com-ზე და მიუთითე შეკვეთის ნომერი, შეკვეთის მიღების თარიღი, შენი სახელი და მისამართი. პროდუქტი დაგვიბრუნე შეტყობინებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში; დაბრუნების პირდაპირი ხარჯი შენ გეკისრება. გადახდილ თანხას, სტანდარტული მიწოდების საფასურის ჩათვლით, შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დაგიბრუნებთ.
პრეტენზია
თუ საკითხი ვერ მოგვარდა, შეგიძლია მიმართო საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.